LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია – ველოსიპედით მოგზაურობის მოყვარულთა საყვარელი ქვეყანა

505

მეფური კოპენჰაგენი, ნორდიული სამზარეულო, უძველესი კოშკები, ვიკინგების შთამომავლები, ზღვა და ფიუნის კუნძული – ყველაფერი ეს დანიაა

სუპერყავისა და უგემრიელესი ფუნთუშების გარდა, დანიის მთავარი კულინარიული ღირსშესანიშნაობა მაინც ნაციონალური სმიორებროდია – პურის პატარა ნაჭერი ასობით განსხვავებული შიგთავსით -ხახვით შეკმაზული პაშტეტით დაწყებული, ქაშაყით დასრულებული. მის ქუჩის ალტერნატივად ტრადიციული სოსისი ითვლება, რომელიც დიდი ხანია ტურისტების საყვარელი ”ფასტ-ფუდად” იქცა.

გასტრონომიით გატაცებამდე, შეგიძლიათ ჯერ ნავით გაისეირნოთ ქალაქის არხებში, დათვარიელოთ გამოფენა ნაციონალურ გალერეაში, გადაიღოთ სელფი ქალთევზას ცნობილი ქანდაკების ფონზე და რამდენიმე კვარტალი მხედრული ნაბიჯით გაიაროთ მისი უდიდებულესობის გვარდიელებთან ერთად. თუ დედოფალი საკუთარ რეზიდენციაშია, ყარაული განსაკუთრებული პომპეზურობით იცვლება – სამეფო სასახლიდან მარშით გადის ცენტრალურ ქუჩაზე, მხიარული ტურისტები კი, ხმაურით მიაცილებენ მათ.

კოპენჰაგენში მოგზაურობისას უკეთესია მთელი შიკით დაისვენოთ და ნომერი სასტუმრო D’Angleterre-ში იქირაოთ, რომლის სტუმრები თავის დროზე უინსტონ ჩერჩილი და მაიკლ ჯექსონი იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს ნომერზე, ხედით ახალ სამეფო მოედანზე ფინანსები არ გყოფნით, ამავე სასტუმროში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანის Marchal-ის მენიუს გაეცანით, რომელიც გურმანების შეფასებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კომფორტულად დაბინავების შედარებით დემოკრატიული ფასებია სასტუმროებში Phoenix Hotel დაWakeup Copenhagen.

დანიური გასტრონომიის სრულფასოვნად ათვისებაში ტივოლის პარკში მოწყობილი რესტორანები Fru Nimb და Grill Royal დაგეხმარებათ თავისი საფირმო სტეიკით ან საკულტოდ ქცეული  Noma-თი.

ქალაქში სეირნობის შემდეგ, დროა მის გარეუბნებსაც გაეცნოთ. კოპენჰაგენიდან რამდენიმე კილომეტრში პატარა ქალაქი ელსინიორი და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა – კრონბორგის კოშკია, სადაც ლეგენდის თანახმად შექსპირის ჰამლეტი ცხოვრობდა. კოშკთან ახლოს ტექნიკური საოცრებებით და ინტერაქტიული ექსპონატებით მდიდარი ახალი დანიური საზღვაო მუზეუმია, რომელიც არანაკლებ იზიდავს ტურისტებს. ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად  რესტორანში Marienlyst-ში შეიარეთ ლანჩზე, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი შესანიშნავი ზღვის ხედებით და უნაკლო მენიუთი.

მიუხედავად უამრავი საინტერესო სანახაობისა, ტურისტების საყვარელ ადგილად მაინც ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯადოსნური ისტორიების სამყარო ითვლება კუნძულ ფიუნის უძველეს ქალაქ ოდენესში. მეზღაპრის მშობლიურ კუნძულამდე მიღწევა მატარებლით შეიძლება. სახლი-მუზეუმი კი, სადაც ანდერსენი დაიბადა და გაიზარდა ქალაქის ცენტრშია.

ოდენესში ”ანდერსენის ნაფეხურებითაა” მონიშნული სასეირნო მარშრუტები. ქალაქის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ სწორედ იმ ადგილებში სეირნობდა და წერდა თავის ზღაპრებს ანდერსენი. ზღაპარში მოგზაურობის დამაგვირგვინებელ აკორდად ექსკურსია მოაწყვეთ ეგესკების კოშკში, რომლის მფლობელი – გრაფი ალეფელდტ ლაურვინგ ბილე, თავისი ანტიკვარული ავტომობილების მდიდარი კოლექციის ასათვარიელებლად ტურისტებს გაზაფხულზე და შემოდგომაზე ეპატიჟება.

 

690x460_1_0b7ee98ae743d88702f70b915439153c@1000x667_0xd42ee42a_18736848431443714210

690x460_1_42d081eacc1a99c5f716d7f5b0aadd79@1000x667_0xd42ee42a_21023994611443714131

690x460_1_ef7896c7650fc676a0a604c4ae11cddf@1000x667_0xd42ee42a_5307091251443714123

690x690_0xd42ee42a_12489537441443714098

690x690_0xd42ee42a_14426911191443714226

690x690_0xd42ee42a_14789764651443714114

690x690_0xd42ee42a_5576897281443714106

690x690_0xd42ee42a_9877411791443714237

690x1035_0xd42ee42a_13967787041443714244

690x1035_0xd42ee42a_17178239241443714251

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები