LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

624
cagareli-ne-fot2020

დღევანდელი დღე ყურადღბას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასრურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. დღეს მზე ერთი თვით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნიდან, ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ადამიანებში აქტიურობას, კომუნიკაბელურობასა და სექსუალურ ენერგეტიკას გააძლიერებს.

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მრავალწლიანი ყვავილების დარგვა-გადარგვისთვის, თვითშემეცნებისთვის და კომპეტენტურობის გამოსავლენად. დღეს ნუ იჩქარებთ, მეტი სიფრთხილე გმართებთ წყალთან ურთიერთიბისას. მოერიდეთ ჭორებსა და დაპირებების გაცემას, მგზავრობას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას,  ინტიმურ კონტაქტებს,  აკონტროლეთ ემოციები, ზედმეტი ეჭვიანობა. საკვებ რაციონში შეიტანეთ რძის პროტუქტები.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა, ასევე ცხვირის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, შავი, ყვითელი, ლურჯი და ცისფერი.  მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოპაზი, ონიქსი, ამეთვისტო და იასპი. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის,  დღე დაძაბულია ვერძისა და ტყუპებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები