23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მეექვსე სართულიდან გადმოვარდა წვეულების დროს.

ესეკილ ესპერონი საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოასწრეს.

ტრაგედია ბუენოს აირესში მოხდა, გამთენიისას. ბიჭი წვეულებაზე იყო და იქ ერთობოდა. ამბობენ, რომ ფეხბურთელი იდაყვით დაეყრდნო მოაჯირს, რომელიც ცუდად იყო დამაგრებული და წონას ვერ გაუძლო. The Sun-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

                                                                                             ესპერონი მარცხნიდან მეორეა

 

ესპერონის ბოლო გუნდი მექსიკური „ატლანტა“ იყო. ის ბოლო 7 თვე უკლუბოდ იყო.

მექსიკაში გადასვლამდე ესპერონმა ერთი მატჩი „გრემიოს“ რიგებში ჩაატარა.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები