დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღეს გამოიჩინეთ სიფრთხილე მგზავრობისას, განსაკუთრებით თუ უცხოეთში მიემგზავრებით – ყურადღებით იყავით, რომ არ დაკარგოთ საბუთები. მოიმატებს ილუზიების, მოტყუების, ინტრიგების და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ემოციები, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.
დღის პირველი ნახევარი კარგია ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად, სახლისა და ეზოს დასუფთავებისათვის, ასევე პარტნიორული საკითხების სწრაფად გადასაჭრელად. სასიკეთოა სწავლა, საქმიანი მიმოწერა, ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა და ნიადაგის განოყიერება დადებით შედეგს გამოიღებს, თუმცა მოერიდეთ ხეხილის მყნობას, ასევე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და სარისკო მოქმედებებს. ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში მათი თხოვნის გარეშე.
პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ქორწინებასა და ახალ ნაცნობობას. პარტნიორთან დაგროვილი საკითხების გარკვევა ჯობია დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი – ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. შედეგიანია ღვიძლის, ნერვული და ლიმფური სისტემების, თვალებისა და ტერფების მკურნალობა.
ზოდიაქოს ნიშნები – თქვენთვის დღევანდელი დღე სასიკეთო და პოზიტიურია თხის რქასა და თევზებისთვის, შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მმართებთ საკუთარ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.