LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი საუკეთესო ადამიანების სპორტია: ახალგაზრდა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და თამაშს უბრუნდება

164
72863975-2533441510068794-7652939419988525056-o

თბილისის “ლოკომოტივის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მალე საყვარელ საქმიანობას გააგრძელებს.

მკურნალობის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი კლუბს სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ, მამია რეაბილიტაციის პროცესს იწყებს.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე და სრულიად ჯანმრთელი დავბრუნდი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ 9 თვის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა: ჩემი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობი და უცნობი ადამიანები. უამრავმა ადამიანმა მომწერა და დამირეკა და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა.

განსაკუთრებული მადლობა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტს – ლექსო თოფურიას, რომელიც პირველივე დღიდან ყველანაირად მეხმარებოდა და მხარს მიჭერდა. მადლობა ლოკოს თითოეულ წევრს, ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოწყენისა და ხელის ჩაქნევის საშუალება არ მომცეს. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობა ეროვნული ლიგის კლუბებსა და ფეხბურთელებს.

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ერთი წუთითაც არ დამიშვია,რომ მოედანს ვეღარ დავუბრუნდებოდი. ჩემი გუნდის ვარჯიშებს საგურამოში თითქმის სულ ვესწრებოდი და თითქოს ამით ვინაზღაურებდი დანაკლისს. იმედი მაქვს, რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით წავა და ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის, უკვე გუნდს შევუერთდები.

განვლილმა პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც მძიმე დაავადებას ებრძვის – არასდროს დანებდეთ, შეუძლებელი არაფერია. ძლიერები იყავით და ყველაფერი გამოვა“ – ამბობს მამია გავაშელიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა მამიას მეუღლემ, ანუნა იაშვილმა:

დღეს საუკეთესო დღეა ჩემსა და მამიას ცხოვრებაში!!!!♥ ერთ წლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია !!! ????
ამ სიხარულისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბ FC Locomotive Tbilisi !!!! თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით!!! საუკეთესო თანამშრომლებითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგა!!! მჯერა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ !!! ♥️
აქვე დიდი მადლბა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ნაკრების წევრებს, ეროვნული ლიგის გუნდებსა და ფეხბურთელებს !!!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტია!!! საუკეთესო ადამიანების სპორტი!!!!!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები