LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford–მა Bronco–ს წარმოება ისევ გადადო, ამჯერად მიზეზი კორონავირუსია

155
https---api.thedrive.com-wp-content-uploads-2020-04-https---s3-us-west-2.amazonaws.com-the-drive-cms-content-staging-message-editor2F1583866228466-broncoinlinecopy

კომპანია Ford-მა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე სიახლის წარმოება გადადო. საუბარია ყველგანმავალი Bronco–ს და ელექტრომობილი Mustang Mach-E–ს მოდელებზე, რომელთა გაყიდვაც წესით წელს უნდა დაწყებულიყო. „ბრონკოს“ შემთხვევაში ეს პირველი გადავადება არ არის და ავტომობილი სხვადასხვა გარემოებების მსხვერპლი აქამდეც არაერთხელ გამხდარა.

თავიდან Bronco–ს პრემიერა 2018 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, შემდეგ თარიღი 2020 წლის მარტამდე გადაწიეს და ამასობაში პანდემიამ ყველაფერი არია. როგორც ავტოჟურნალისტებმა გაარკვიეს, Bronco და Mustang Mach-E ავტოსალონებში რამდენიმე თვის დაგვიანებით, სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. კორონავირუსმა საწარმოები ხომ მთელი ორი თვით გააჩერა.

წლის ბოლომდე გადაიდო ასევე Ford Bronco Sport–ის წარმოებაც, რაც წესით აპრილის თვეში იყო დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, სიახლეს 1,5 ლიტრის მოცულობის „ტურბოსამიანით“ და ოთხცილინდრიანი ძრავებით აღჭურვავენ.

შეგახსენებთ, რომ „ფორდი“ არ არის ერთადერთი ამერიკული ბრენდი, როემლსაც წარმოების გაჩერება მოუხდა. მანამდე ანალოგიურ სიტუაციაში General Motors–იც აღმოჩნდა, რომელმაც ელექტროპიკაპის GMC Hummer–ის ბაზარზე გამოსვლა რამდენიმე თვით გადაავადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები