„ბარსელონამ“ 36-ჯერ დაურტყა „გრანადას“ (სათასო მატჩი – 5:3 დ.დ.) – ეს კლუბისთვის საუკეთესო მაჩვენებელია 2013/14 წლების შემდეგ.

ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა და 2 საგოლე პასი მისცა „გრანადასთან“ შეხვედრაში. მას უკვე 13 ქულა (7+6) აქვს 2021-ში.

ჟორდი ალბამ პირველად შეასრულა დუბლი „ბარსელონას“ რიგებში.

სერჟი რობერტომ ისევ დაიზიანა თეძო. ის 2 თვეზე მეტხანს არ თამაშობდა.

 

„ლივერპულმა“39 წლის განმავლობაში პირველად წააგო „ბრაიტონთან“ (0:1) შინ ჩემპიონატის მატჩი.

„ლივერპული“ 4 მატჩია ვერ იგებს „ენფილდზე“. კვირას „სიტი“ უნდა მიიღოს.

„სიტი“ – 2002 წლის შემდეგ პრემიერლიგის პირველი გუნდია ყველა ტურნირზე ზედიზედ 13 გამარჯვებით. მაშინ ეს „არსენალი“ იყო.

„სიტის“ არ გაუშვია 13 მატჩიდან 12-ში, როდესაც დაცვის ცენტრში სტოუნზი-დიაშის წყვილი იდგა.

ედერსონი მე-5 მეკარეა, რომელმაც პრემიერლიგაში ზედიზედ 8 მშრალი მატჩი ჩაატარა.

ჯესი ლინგარდმა 2 გოლი გაიტანა „ვესტ ჰემში“ სადებიუტო მატჩში. მას მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა პრემიერლიგაში ბოლო 2 წელიწადში „მანჩესტერის“ რიგებში.

9:0 – ინგლისში რეკორდი და ანტირეკორდი გამეორდა: ამბები მოკლედ

ჟოაო ფელიქსს დადებითი ტესტი აქვს კოვიდ 19-ზე. „ატლეტიკოს“ შემტევი სახლში გამოიკეტა.

ისედაც მუდმივად დაშავებული ედენ აზარი 3-6 კვირას გამოტოვებს თეძოს ტრავმის გამო.

კანავარომ ან კონტემ შეიძლება ჩაიბარონ იტალიის ნაკრები მანჩინის წასვლის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგს“ ტექნიკური წაგება ჩაეთლება თუ „ლივერპულს“ გერმანიაში არ შეუშვებენ ან გუნდი ნეიტრალურ მოედანს არ იპოვის.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები