LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლა ისევ ყველაზე კარგია: რონალდო გაჩერდა – ლიგის ამბები მოკლედ

56
rueed9cad1631

„სიტიმ“ პირველად მოუგო ესპანურ კლუბს ევროთასების პლეი-ოფში სტუმრად.

„სიტი“ მეორე გუნდია, რომელმაც „რეალს“ მოუგო ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად, როდესაც პირველმა გაუშვა გოლი. 2009 წელს ეს „მილანმა“ მოახერხა.

„სიტი“ – პრემიერლიგის ერთადერთი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში მოიგო.

გვარდიოლა – პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ მოუგო „რეალს“ გასვლაზე სხვადასხვა გუნდებით.

გვარდიოლა – ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოგებების რეკორდსმენია. მან გაასწრო ფერგიუსონს, ანჩელოტის და მოურინიოს.

გვარდიოლამ მე-10 მოუგო „რეალს“. ეს საუკეთესო შედეგია XXI საუკუნეში მწვრთნელებს შორის.

ზიდანი 1:2-ზე „სიტისთან“: „არ გვეყო კონცენტრაცია კიდევ 10 წუთით და ამის გამო დავისაჯეთ“.

კევინ დე ბრუინმა 50-ე გოლი გაიტანა „სიტის“ რიგებში. ოღონდ პირველად მოახერხა გოლი და ასისტი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში.

სერხიო რამოსი მეოთხედ გააძევეს ჩემპიონთა ლიგაზე. ის ანტირეკორდს იყოფს ზლატანთან და დავიდსთან ერთად.

 

„იუვენტუსმა“ ვერ გაიტანა მეორედ ამ სეზონში. „ლიონს“ მეორე მოგება აქვს იტალიურ კლუბებთან ევროთასების ბოლო 10 მატჩში.

სარი „ლიონთან“ 0:1 წაგების შემდეგ: „იტალიაში „იუვეს“ ორი პენალტი ექნებოდა – რონალდოზე და დიბალაზე. ევროპაში სხვანაირად მსაჯობენ“.

„ლიონმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად მოიგო 8 წელიწადში.

რონალდომ 2020 წელს პირველად ვერ გაიტანა. აქამდე იყო 13 გოლი 9 მატჩში.

დე ბრუინე და აუერი დღის საუკეთესო მოთამაშეები არიან.

მერტენსის და ჰაალანდის გოლები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი მატჩებში საუკეთესოს პრეტენდენტები არიან.

გნაბრი, დე ბრუინე, აუარი და ბუსკეტსი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები