LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდები ამერიკელბს უშუქობის დროს შველიან

56
hibridusa

ტეხასის შტატის მაცხოვრებლებმა გააზიარეს ისტორიები, თუ როგორ გადაარჩინა ისინი Ford F-150–მა, მაშინ როცა შტორმის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. ადგილობრივები ჰიბრიდებს სახლის გასათბობად იყენებენ.

უკვე რამდენიმე დღეა რაც აშშ უხვი ნალექის გამო გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ადგილობრივებს სითბოს შესანარჩუნებლად სხვადასხვა ხერხების მოფიქრება უწევთ. შექმნილ ვითარებაში დროებითი გამოსავალი იპოვეს ჰიბრიდი Ford F-150–ის მფლობელებმა, რომლებმაც პირველადი საჭიროების ნივთების დამუხტვა სწორედ ავტომობილის დახმარებით შეძლეს.

ამერიკელებმა სახლებში ელექტროენერგია ავტომობილიდან გაიყვანეს. ჰიბრიდების დახმარებით მათ მაცივრის, გამათბობლების და სამზარეულოს სხვა ტექნიკის ამუშავება შეძლეს. F-150–ის ერთ–ერთი მფლობელის განცხადებით, 12 საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მისმა ავტომობილმა 15 ლიტრი საწვავი დახარჯა. ჰიბრიდული კროსოვერის ეკონომიურობა სხვა ადგილობრივებმაც აღნიშნეს, 72 საათიანი მუშაობის შემდეგ ავტომობილის საწვავის ავზის მეთოხედი გაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ უხვი ნალექის გამო მაგისტრალებზე ბევრი ავარიაც მოხდა და მთავრომა მოსახლეობას სთხოვს, რომ სახლები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები