LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას უნდოდა საუკეთესო ყოფილიყო: კობი ბრაიანტის გამოსათხოვარი, რომელზეც მაიკლ ჯორდანმა იტირა (ვიდეო)

392
Copyright Shutterstock 2020;87534020;5000;3334;1582567183861;Mon, 24 Feb 2020 17:59:43 GMT;0

24 თებერვალს „ლეიკერსის“ არენა Staples Center-ზე კობი ბრაიანტის და მისი ქალიშვილის გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლებიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

გულისამაჩუყებელი სიტყვით გამოვიდა ყველა დროის უდიადესი სპორტსმენი მაიკლ ჯორდანი, რომელმაც ცრემლი ვერ შეიკავა.

„როდესაც დაიღუპა კობი, ჩემი ნაწილიც მოკვდა. ის ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო. კობის სურდა საუკეთესო კალათბურთელი გამხდარიყო, მე კი მინდოდა მისთვის საუკეთესო უფროსი ძმა ვყოფილიყავი.
ამისთვის მიწევდა თავის მობეზრებასთან, ღამით რეკვასთან და უაზრო კითხვებთან შეგუება. მაგრამ მივხვდი, კობის უბრალოდ უნდოდა, რომ საუკეთესო ადამიანი ყოფილიყო. ვსაუბრობდით ბიზნესზე, ოჯახზე, ყველაფერზე“, – თქვა ნბა-ს 6-გზის გამარჯვებულმა ჯორდანმა.

 

სიტყვა წარმოთქვა კიდევ ერთმა ლეგენდმა, 4-გზის ჩემპიონმა შაკილ ონილმა. მან კობისთან რთული ურთიერთობა გაიხსენა, მაგრამ აღნიშნა, რომ ერთმანეთს ყოველთვის პატივს სცემდნენ.
„ერთხელ ვუთხარი კობის: „სიტყვაში team (გუნდი) არ არის ასო I. მან მიპასუხა: „ხო, სამაგიეროდ არის me (მე)“.

ცერემონიას ესწრებოდნენ ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ჯიმი კიმელი, კრისტინა აგილერა და სხვა ვარსკვლავები. ბიონსემ ბრაიანტის საყვარელი სიმღერა „XO“ შეასრულა.

კობი ბრაიანტის კერძო ვერტმფრენი 26 იანვარს დილით ჩამოვარდა ლოს ანჯელესის გარეუბან კალაბასასში. კობისთან ერთად დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი.

ბრაიანტი ნბა-ს 5-გზის ჩემპიონი და 2-გზის ოლიმპიური თამაშები გამარჯვებულია.

P.S. კობი ბრაიანტის ქვრივმა სასამართლოში უჩივლა კომპანიას, რომელიც ჩამოვარდნილ ვერტმფრენს ემსახურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები