LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი დაბრუნდა, ნეიმარის ამბავი ისევ ჰაერში კიდია – ამბები მოკლედ

94
mini-2019-08-21-ENTRENO-TARDE-27

პსჟ-მ უარი თქვა ნეიმარის გაცვლაზე „რეალში“ 100 მლნ ევროდ და პლუს ეკუთვნოდა ბეილი, ხამესი და ნავასი.
ამასობაში ამბობენ, რომ ბარსელონაში ნეიმარის გვარიანი მაისურების ბეჭდვა დაიწყეს.

ლუის სუარესი დაინტერესებულია კარიერა დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამიში“ დაასრულოს.

ერთ დროს ჩვენმა ნაცნობმა, ფრანგმა ალან ჟირესმა ტუნისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა.

პსვ-მ იჯარით აიყვანა მიტროღლუ „გალათასარაიდან“.

„სპორტინგმა“ „რეალს“ ბრუნუ ფერნანდეში შეთავაზა 70 მლნ ევროდ.

ანტონიო კონტემ „ინტერის“ ხელმძღვანელობას თხოვა არტურო ვიდალი შეიძინონ.

„ინტერი“ დათანხმდა მაურო იკარდი „ნაპოლის“ მისცეს 65 მლნ ევროდ.

„ბარსელონამ“ შესაძლოა მანჯუკიჩი აიყვანოს სუარესისა და დემბელეს ტრავმების გამო.

„რომამ“ იჯარით წაიყვანა ძაპაკოსტა „ჩელსიდან“.

„ლივერპულში“ ჩემპიონთა ლიგის მომგებმა დანიელ სტარიჯმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ტრაბზონთან“.

„ბაიერნის“ პორტუგალიელი რენატო სანჩესი შესაძლოა „ლილში“ წავიდეს სათამაშო დროის სიმცირის გამო.

მადრიდის „რეალს“ „ესპანიოლის“ ნახევარმცველი როკე აინტერესებს, რომელიც 40 მლნ ღირს.

„ფიორენტინამ“ გამოაცხადა, რომ ფრენკ რიბერი მე-7 ნომერს მიიღებს.

„ატლეტიკომ“ მიიღო „მილანის“ წინადადება ანხელ კორეას თაობაზე. მადრიდელები 42 მლნ ევროს და ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერის 30%-ის მიიღებენ.

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს ახალი მეკარე სურს. საუბარია ჯანლუიჯი დონარუმასა (მილანი) და კეილორ ნავასზე (რეალი). გერმანელ სპეციალისტს უფრო ნავასი უნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები