„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი პოპულარულ საფეხბურთო გამოწვევას „დარჩი შინ“ შეუერთდა და ტუალეტის ქაღალდით კენწვლა დაიწყო.
ჩელენჯი ეძღვნება კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოწვეულ კარანტინს და ხალხის შინ დარჩენისა და საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის გაფრთილებისკენაა მოწოდებული.
არგენტინელმა ესტაფეტა გადასცა ჩავის, არტურო ვიდალს, ჟორდი ალბას, ლუის სუარესს და სერხიო აგუეროს.
ამ გამოწვევაში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას.
ესპანეთის ჩემპიონატი პანდემიის გამო შეჩერებულია.
#10TouchesChallenge by Leo Messi
VIDEO: https://t.co/5NSNmzCWY7
??? #CulersAtHome #StayAtHome pic.twitter.com/QKrrvoDUFK
— FC Barcelona (from ?) (@FCBarcelona) March 19, 2020