ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კინსი ვოლანსკი საუკეთესო პერიოდს განიცდიდა: მას უფრო განიხილავდნენ, ვიდრე თამაშს. მოედანზე შევარდნის შემდეგ კი მან ინსტაგრამზე 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მიიზიდა. მან თითქმის მიაღწია 3 მლნ ფოლოვერს, მაგრამ ახლა მისი ინსტაგრამი მიუწვდომელია.

ოფიციალური ინფორმაცია არ არის, თავად კინსიმ კი ტვიტერზე დაწერა, რომ მისი ექაუნთი გატეხეს.

ვინ არის ვოლანსკი და რა მოხდა?
ფინალის პირველი ტაიმი ორჯერ აფეთქდა: ჯერ მე-2 წუთზე სალაჰმა გაიტანა, შემდეგ მე-18 წუთზე მინდორზე ქალი შეიჭრა შავ საცვლებში და მკერდზე წარწერით Vitaly Uncensored.

ეს გახლავთ პოლონური წარმოშობის ამერიკელი მოდელი. ის საცურაო კოსტუმებს არეკლამებს, გადაუღიათ ჟურნალებისთვის Maxim, Sports Illustrated და FHM.

მკერდზე პრინტი კი პორნოსაიტის რეკლამაა.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, ეს გოგო პორნომსახიობი ხომ არ არისო?

ვოლანსკი ყოფილი რუსი პორნომსახიობის ვიტალი ზდოროვეცკის მეგობარი ქალია. მის არხს იუთუბზე VitalyzdTv (9.9 მლნ გამომწერი) და საიტს Vitaly Uncensored 18+ ადევს. ყველაზე პოპულარულმა ვიდეომ 71 მლნ ნახვა მოაგროვა.

ფინალამდე ერთი დღით ადრე გამოჩნდა კუნძულ ბალიზე გადაღებული ვიდეო, სადაც ვოლანსკი Vitaly Uncensored-ის საცურაო კოსტუმს ირგებს.

სხვათა შორის, ზდოროვეცკი თავადაც შევარდნილა მოედანზე. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის გერმანია-არგენტინის მატჩისას გავარდა და ბენედიქტ ჰიოვედისის კოცნას შეეცადა.

 

ისევ მთავარი გმირით და მისი სოცექაუნთით დავამთავროთ.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები