LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” ახალი სეზონი შესაძლოა იანვარში დაიწყოს

50
NBA

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” (NBA) ხელმძღვანელობა განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონი შესაძლოა 2020 წლის 1 დეკემბერს ან 2021 წლის 18 იანვარს დაიწყოს.
მიზეზი კი, რის გამოც “ენ ბი ეის” ბოსები ახალი სეზონის დაწყებას არ ჩქარობენ, პანდემიაა. მათი სურვილია რეგულარული ჩემპიონატის ყველა მატჩს მაყურებელთა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა დაესწროს მაშინ, როდესაც არსებული რეგულაციების ფონზე ეს ძნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების სეზონის განახლების შემდეგ, საკალათბურთო მატჩები ქალაქ ორლანდოში, „უოლტ დისნეის სამყაროს“ სპორტულ კომპლექსში იმართება. პლეიოფები 17 აგვისტოს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები