LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაფა ნადალი „აშშ-ის ღია პირველობას“ გამოტოვებს

45
116913377-283526312946033-2414621243540849406-n

დიდი სლემის ტურნირის, აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი რაფა ნადალი 2020 წელს გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ფანებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ამცნო. აშშ-ში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე ტურნირის მოქმედი ჩემპიონი არ აპირებს გარისკვას და ტიტულის დასაცავად შტატებში ჩასვლას.

ნადალმა საკუთარ პოსტში ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა მონდომებისა და ყველაფრის მომზადებისათვის, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით მსოფლიოში ეპიდსიტუაცია უკონტროლოა და ამიტომ აპირებს მგზავრობას მოერიდოს.

ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. რაფა ნადალი  ტურნირის ოთხგზის ჩემპიონია. გასულ წელს ფინალში მან დანილ მედვედევი დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები