ჩემპიონთა ლიგა თითქოს ახლა დასრულდა, არადა უკვე იწყება. დიახ, დღეს იწყება. მართალია ნამდვილ ლიგამდე ჯერ საკმაო დროა, მაგრამ 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგა წინასწარი საკვალიფიკაციო მატჩებით იხსნება. გაიმართება ორი შეხვედრა: ტრე პენე (სან სარინო)-სანტა კოლომა (ანდორა) და ფერონიკელი (კოსოვო)-ლინკოლნი (გიბრალტარი).

თავის საქმეში არიან ბუქმეკერებიც. მათ უკვე დაიწყეს ჩემპიონთა ლიგის მომავალ გამარჯვებულზე ფსონების მიღება. ექსპერტები მთავარ ფავორიტად “მანჩესტერ სიტის” მიიჩნევენ. სხვათა შორის, ზედიზედ მესამე წეილია. ინგლისის ჩემპიონის ევროპულ ტრიუმფზე კოეფიციენტია – 6.0. მეორე ადგილზეა “ბარსელონა” – 7.0, მესამეზე მოქმედი გამარჯვებული “ლივერპული” – 8.0.

 

ტოპ-ათეული ასეთია:

მანჩესტერ სიტი – 6.00
ბარსელონა – 7.00
ლივერპული – 8.00
პარი სენ-ჟერმენი – 10.00
რეალი – 10.00
იუვენტუსი – 11.00
ატლეტიკო – 13.00
ბაიერნი – 13.00
ტოტენჰემი – 20.00
დორტმუნდი – 22.00

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები