ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ამა თუ იმ გუნდის ქომაგია.
ბევრი გულშემატკივრობას სარეკლამო თანამშრომლობის გამო იწყებს, ზოგი კი მართლაც გულმხურვალე ფანია. თუმცა ერთი მეორე ხელს სულაც არ უშლის.

დღეს კი ვნახოთ რომელ გუნდებს გულშემატკივრობენ ჰოლივუდის მსახიობები.

 

ჯერარდ ბატლერი – სელტიკი


„კანონმორჩილი მოქალაქის“ და „300 სპარტელის“ მთავარი გმირი ბავშვობიდან შოტლანდიურ გრანდს გულშემატკივრობს.
ერთხელ მსახიობს ნათქვამი აქვს, რომ ფეხბურთის გამო ბევრი სხვადასხვა ემოცია განუცდია, რაც მოგვიანებით გადაღებებში დახმარებია.

 

ჯენიფერ ლოპესი – რეალი


ჰოლივუდის კინოდივა არაერთხელ შეუმჩნევიათ მსოფლიო ფეხბურთის გრანდის მაისურით.
ის „რეალის“ მატჩებსაც დასწრებია და უქომაგია. მადრიდულ კლუბს გაუმართლა ასეთი ფანი რომ ყავს.

 

სემუელ ჯექსონი – ლივერპული

საერთოდ, „ლივერპულს“ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გულშემატკივრობს. მსახიობი აღფრთოვანდა კლუბის ფანებით და თავადაც მერსისაიდელების ქომაგი გახდა.

 

უილ ფარელი – ჩელსი


ინგლისელი მსახიობი დიდი ხანია არისტოკრატებისკენაა და საყვარელი გუნდის თამაშებზეც ხშირად დადის.

 

კიტ ჰარინგტონი – მანჩესტერი

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი „წითელი ეშმაკების“ ქომაგია. ზამთარში კლუბის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოჩნდა მსახიობის ფოტო მწვრთნელთან და კრის სმოლინგთან და პოლ პოგბასთან ერთად.

 

ლიამ ნისონი – ლივერპული

დამსახურებული მსახიობი „ლივერპულის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია. შესაძლებლობისთანავე ის ცდილობს მატჩებს დაესწროს. რა თქმა უნდა, ნისონის ადგილი „ენფილდზე“ ვიპ ლოჟაშია.

მსგავსი თემები