აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებმა – ლუკა დონჩიჩმა („დალასი“), ლარი ნენსმა („კლივლენდი“) და ჯონ კოლინზმა („ატლანტა“) სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს, ოღონდ… ფეხბურთში.

რატომღაც არცერთმა მათგანმა არ დაასახელა ლეო მესი, სამაგიეროდ სამივემ დააფასა რონალდო. კრიშტიანოს გარდა, ყველა სიმბოლურის კარს „ატლეტიკოს“ გოლკიპერი ობლაკი იცავს.

დონჩიჩის გუნდი: იან ობლაკი, მარსელო, სერხიო რამოსი, დიეგო გოდინი, რაფაელ ვარანი, ტონი კროოსი, ისკო, პოლ პოგბა, ლუკა მოდრიჩი, ნეიმარი, კრიშტიანო რონალდო.

ნენსის გუნდი: იან ობლაკი, ჯორჯო კიელინი, კალიდუ კულიბალი, სამუელ უმტიტი, ვირხილ ვან დეიკი, ნ’გოლო კანტე, ედენ აზარი, ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინი, კილიან მბაპე, კრიშტიანო რონალდო.

კოლინზის გუნდი: იან ობლაკი, ჯორჯო კიელინი, კალიდუ კულიბალი, ლუკა ერნანდესი, მარსელო, ნ’გოლო კანტე, ედენ აზარი, პოლ პოგბა, ივან რაკიტიჩი, კრიშტიანო რონალდო, ნეიმარი.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები