LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო სტატისტიკა: საქართველო ინგლისს ჯობნის

68
kjr-4820

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა, სადაც საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შედეგი აქვს დაფიქსირებული.

ლაპარაკი არის ერთა ლიგაზე, ეროვნულ გუნდებს შორის ბურთის ფლობის საშუალო კოეფიციენტზე.

ცხრილი კი ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი (64.8%)
2. საბერძნეთი (62%)
3. საქართველო (60.2%)
4. ინგლისი (59.7%)

ბოლო მატჩების ჩაგდების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს, რაც აქაც ნათლად არის წარმოჩენილი.

საქართველოს ნაკრები ბურთის ფლობაში ინგლისს ჯობნის და საკმაოდ ახლოსაა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან, რომლის სათამაშო სტილიც თავიდან ბოლომდე ბურთის ფლობაზე არის აწყობილი.

ასევე საინტერესო არის გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა.

იგივე წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ ამჟამად „გენტის“ ქართველი ფეხბურთელი ზუსტი პასების მაჩვენებლის მიხედვით მეხუთეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები