ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს ორი საშინაო მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ორივე ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში გამართავს.

ინფორმაციას უეფა ადასტურებს.

15 ნოემბერს საქართველო სომხეთს უმასპინძელებს. თამაში 21:00 საათზე დაინიშნა.

18 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრები ესტონეთს მიიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მისი მშენებლობა წელს ზაფხულში დასრულდა.

20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების მქონე სტადიონის გახსნა პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო. ახლა კი აი ასეთი სასიამოვნო სიახლეა და იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ თვეში მაყურებელსაც შეეძლება ტრიბუნებზე მისვლა და საყვარელი გუნდის ცოცხლად გულშემატკივრობა.

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები