LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ძველი ელექტროქარები განახლებულ ავტოპილოტს მიიღებენ, თუმცა არა უფასოდ

51
teslanews920

კომპანია Tesla გეგმავს, რომ მოძველებული ავტომობილებისთვის განახლებული მეცხრე ავტოპილოტი Full-Self Driving გამოუშვას და ახალი სერვისის საფასური 1,5 ათასი დოლარი იქნება. არადა ავტომწარმოებელი ადრე ამბობდა, რომ ავტოპილოტის გაუმჯობესებული ფუნქციისთვის ავტომფლობელებს დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევდათ.

პირველი ავტოპილოტი „ტესლას“ მანქანებმა 2016 წელს მიიღეს და მაშინ ეს ოფცია 10 ათასი დოლარი ღირდა. დროთა განმავლობაში ტექნოლოგია გაუმჯობესდა, მისი ფუნქციონალურობაც გაიზარდა.

იმ ავტომფლობელებისთვის, ვინც მანქანა 2020 წლის შემდეგ შეიძინა, ავტოპილოტის ბოლო ვერსია თვეში 199 დოლარი ღირს, ხოლო მოძველებული მოდელების მფლობელებს დამატებით კიდევ 1,5 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები