LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ექიმს რომელიც მძიმე ავარიაში დაშავებულებს დაეხმარა, ავტომობილს აჩუქებს

39
toyota2019

კომპანია Toyota ტეხასელ ტრიუ მაკდენიელს ახალ 4Runner–ს აჩუქებს. ექიმი მოყინულ გზაზე მომხდარი მასშტაბური ავარიის მონაწილე იყო და თავად დაშავებული სხვებს ეხმარებოდა.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ტრეი თავისი Toyota FJ Curiser–ით საავადმყოფოში, თავის სმენაზე მიდიოდა. ანომალიური ნალექის და დაბალი ტემპერატურის გამო გზა მოიყინა და ნამდვილ სასრიალო მოედანს დაემსგავსა. ექიმმა წინ რამდენიმე ავარია შეამჩნია და მაშინვე დამუხრუჭება გადაწყვიტა, თუმცა ყველგანმავალი არ გაჩერდა. უმართავი მოძრაობის შედეგად ტრეი ავარიის ეპიცენტრში მოხვდა, რა დროსაც მისი ავტომობილი წინ მდგომ სატვირთოს შეასკდა.

დამტვრეული მანქანიდან გამოღწევის შემდეგ ამერიკელი ადგილზე მოსული მაშველებისკენ გაემართა. ტრეის სამედიცინო ფორმა ეცვა, ამიტომ ექსტრემალური სამსახურის წარმომადგენლებმა ის თავისიანად მიიღეს. ტრეის ამ ფაქტის უარყოფა არც უფიქრია და დაშავებულების დახმარებას შეუდგა. მოგვიანებით, როცა სიტუაცია დასტაბილურდა, მაკდენიელმა აღიარა რომ თავადაც ავარიის მონაწილე იყო და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გაგზავნეს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მთლიანობაში 130 ავტომობილი დაზიანდა, ათობით ადამიანი დაზარალდა, 6 კი დაიღუპა.

ავარიის შედეგად დამტვრეული FJ Cruiser–ის შეკეთებას აზრი აღარ ქონდა.

როცა Toyota–ს წარმომადგენლებმა მომხდარის შესახებ გაიგეს, ბევრი არ უფიქრიათ და მამაკაცს რჩეული მოდელი აჩუქეს. სასაჩუქრე ავტომობილის ფასი 50 570 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები