კომპანია Soccerex-მა ფინანსურად მსოფლიოს ყველაზე სტაბილური 100 კლუბის რეიტინგი შეადგინა.

ინდექსის გამოთვლისას ხუთი მაჩვენებელი გამოიყენეს: მოთამაშეების სატრანსფერო ღირებულება, მატერიალური აქტივები, ფულადი სახრები, პოტენციური ინვესტიციები და დავალიანება.

სიას სათავეში ჩაუდგა არაბული ფულით გაჟღენთილი პსჟ ინდექსით 5,318. მეორე ადგილზე ასევე ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ფულით გამდიდრებული „სიტი“ გავიდა და მესამეზეა „ბაიერნი“, რომელსაც უცხო მდიდარი პატრონი არ ყავს.

 

რეიტინგის ტოპ 20:

1. პსჟ – 5,318;

2. „სიტი“ – 5,197;

3. „ბაიერნი“ – 3,888;

4. „ტოტენჰემი“ – 3,441;

5. „რეალი“ – 3,336;

6. „არსენალი“ – 3,15;

7. „ჩელსი» – 2,893;

8. „ლივერპული“ – 2,616;

9. „იუვენტუსი“ – 2,195;

10. „ბორუსია“ – 2,154;

11. „ატლეტიკო“ – 2,049;

12. „ბარსელონა“ – 2, 036;

13. „ლაიპციგი“ – 1,949;

14. „ჰოფენჰაიმი“ – 1,922;

15. „გუანჯოუ ევერგრანდი“ – 1,853

16. „მანჩესტერი“ – 1,743;

17. „ნაპოლი“ – 1,67;

18. „ლოს ანჯელესი“ – 1,657;

19. „ბაიერი“ – 1,551;

20. „მონაკო“ – 1,443.

კომპანია Soccerex-ის კვლევაში გამოიყენეს უეფას, Financial Times, Bloomberg, Yahoo Finance, Forbes, Transfermarkt და Hoovers-ის მონაცემები.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05