LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისი წავიდა: სლოვაკი ორ მატჩს ჩაამთავრებს და…

248
KJR-2250

საქართველოს ნაკრებმა წააგო მატჩი, რომელსაც ალბათ საუკუნის ბოლომდე გაიხსენებენ.

პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს არავინ – არც ფედერაცია, არც სამწვრთნელო შტაბი და არც ფეხბურთელები.

პირველი კი ვინც უნდა წავიდეს ასეთ დროს, არის მწვრთნელი და ასეც მოხდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ განაცხადა.

„ჩემი სამუშაო დასრულდა. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს“ – ვლადიმერ ვაისის ეს განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტვიტერით გაავრცელა.

საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, სადაც  საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე დამსწრე ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა უმრავლესობამ მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში საქართველო ერთა ლიგის კიდევ ორი მატჩს ითამაშებს – სომხეთთან და ესტონეთთან. ვლადიმირ ვაისი ამ ორ შეხვედრას ჩაამთავრებს და მერე წავა.

მართალია სლოვაკს აქებდნენ, რომ ნაკრებმა ფინალამდე მოაღწია, მაგრამ კითხვებიც ბევრი იყო.

ბოლო-ბოლო მის ხელში ნამდვილ შესარჩევ ციკლში ნაკრებმა ფაქტობრივად ერთი მატჩიც ვერ მოიგო, მარტო გიბრალტარის დამარცხება კი დიდი ვერაფერი საგმირო საქმეა.

5-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ვაისი საქართველოს მაინც წაგებული დატოვებს.

 

საქართველო წაგებულია: ნამდვილი ევროპა ისევ მიუღწეველია – ევროპის ჩემპიონატი ოცნებად დარჩა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები