ბრიტანელმა მამაკაცმა სპორტული Lamborghini Huracan Spyder 200 ათას ევროდ შეიძინა და ზუსტად 20 წუთში გაანადგურა. შემთხვევის ადგილიდან კადრები გამოცემა The Sun–მა გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უთანაგრძნობენ დამტვრეული ავტომობილის მძღოლს გამვლელი მანქანები.

„ღმერთო ჩემო ეს რა არის? Lamborghini? “ – ამბობს ავარიის ერთ–ერთი თვითმხილველი.

„იმედი ვიქონიოთ, რომ დაზღვევის გაფორმება მოასწრო ! „ – ამატებს მეორე.

ინციდენტი იორკშირის ტრასაზე, მექანიკური გაუმართაობის გამო მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალმა ავტომობილმა მუშაობა შეწყვიტა, რის გამოც მძღოლს სასწრაფოდ დამუხრუჭება მოუხდა. ამ დროს სპორტქარი წინ მიმავალ ფურგონს შეასკდა. დაჯახების დროს ფურგონის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ამ დროისთვის თავს უკეთ გრძნობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე შეფერხება წარმოიქმნა და სიტუაციის დასტაბილურებას რამდენიმე საათი დასჭირდა.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05