LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen–მა ახალი ბიუჯეტური კროსოვერი წარადგინა

91
wlksvgn-news232435

ჩინეთში Volkswagen–ის ახალი კროსოვერის Tacqua–ს პრემიერა შედგა. სიახლე კომპაქტური ყველგანმავალის T-Cross-ის ბიუჯეტური ვერსიაა და იგივე პლატფორმა – MQB A0–ზეა აგებული.

მართალია, ახალი კროსოვერი წინამორბედის ორეულივით გამოიყურება, თუმცა აქვს განმასხვავებელი ნიშნებიც. Tacqua–ს გაბარიტები ჩინურ T-Cross–ზე უფრო მცირეა და 4 107 მმ სიგრძის დამსახურებით უფრო კომპაქტურადაც გამოიყურება.

Volkswagen Tacqua ძრავის ორ ვარიაციაში იქნება ხელმისაწვდომი – 1,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული 113 ცხენის ძალის მქონე ძრავი, ან 1,4 ლიტრის ტურბირებული 150 ცხენის ძალიანი აგრეგატი. საკმაოდ მძლავრი ძრავი 7–საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

სიახლე ბაზარზე წლის ბოლომდე გამოვა. ზუსტი ღირებულება ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება, თუმცა ფასი T-Cross-ის ღირებულებაზე, ანუ 128 ათას იუანზე უფრო ნაკლები იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები