ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და შედეგების შეჯამებაც შეიძლება. ყოველწლიურად კლუბები ცდილობენ ფეხბურთელები რაც შეიძლება ადრე გაიფორმონ. კოსმიური თანხები კარგია, მაგრამ ძვირადღირებულ ახალწვეულებს მაინც სჭირდებათ დრო ადაპტაციისთვის.
ყველაზე ძვირიანი ტრანსფერების ხუთეული 5 აგვისტოს ჩამოყალიბდა და მას მერე აღარ შეცვლილა.
ექსვეულშია სამი ესპანური გრანდი და არ არის პსჟ.
კლუბები, რომლებმაც ტრანსფერებზე ყველაზე მეტი დახარჯეს
5. მატიის დე ლიგტი – 85,5 მლნ ევრო
„აიაქსის“ კაპიტანზე ნადირობა გაზაფხულიდან დაიწყო. ჰოლანდიელი უნდოდა „მანჩესტერს“, „ბარსელონას“, პსჟ-ს. მაგრამ გაიმარჯვა „იუვენტუსმა“. ბიჭი თავად რონალდომ დაითანხმა. დე ლიგტის ტრანსფერმა ვან დეიკის რეკორდი მოხსნა. ჰოლანდიელს გაუმართლა, რომ კიელინიმ ტრავმა მიიღო, თორემ შესაძლოა სკამზე აღმოჩენილყო.
4. ჰარი მაგუაირი – 87 მლნ ევრო
მცველის სატრანსფერო რეკორდი დიდხანს არ შენარჩუნებულა. სულშერმა კურსი ბრიტანელებზე აიღო. კლუბმა ჰარი მისთვის საჭირო პოზიციისთვის შეიძინა, მაგრამ ბოლომდე არ შეესაბამება ფეხბურთელის ადგილს. მოკლედ, მაგუაირ-ლინდელოფის დუეტს ჯერ შეთამაშება სჭირდება.
3. ედენ აზარი – 100 მლნ ევრო
ბოლოს და ბოლოს გადავიდა „რეალში“, თანაც სკანდალებისა და ბოიკოტების გარეშე. 100 მლნ კი შესაძლოა 130-ად იქცეს.
თუმცა ბელგიელს ტრავმის გამო ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშია.
2. ანტუან გრიზმანი – 120 მლნ ევრო
„ბარსელონამ“ გაწერილი 120 მილიონად იყიდა, მაგრამ „ატლეტიკომ“ ფეხბურთელი და „ბარსა“ მოტყუებაში დაადანაშაულა. ასეა თუ ისე, ანტუანის ტრანსფერი ტოპია კატალონიელებისთვის, რომელმაც გოლების გატანა უკვე დაიწყო.
1. ჟოაო ფელიქსი – 126 მლნ ევრო
ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ეს ბიჭი 2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნებაო, ვინ დაიჯერებდა. გრიზმანის გაყიდვიდან შემოსულ ფულს „ატლეტიკომ“ 6 მლნ დაამატა და ახალგაზრდა ტალანტი წაიყვანა, რომელიც უკვე ძირითადშია და გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში დაეხმარა.