LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასფალტს ახალი იმპერატორი ჰყავს – Land Cruiser 300 გადაცემაში ,,ავტოსთორი”

28
Land Cruiser - head

მისი უიაპონურესობა, ტოიოტა წარმოგიდგენთ წლის ავტომოვლენას

ვის არ ვებრძოლე, ვიომე – დავღალე გზა და ასფალტი

ჩემი ტოლია არავინ, ჩემი გზა თუნდაც აღმართი

გავივლი მთას და ხეივანს და ჩემ წინაშე წარსდგება

უზარმაზარი დიდება – წარმატებები თან მყვება

 

ისტორია მაქვს, ღრმა, ვრცელი, როგორც მსოფლიო ავტოკადები

ჩემი სურვილით დნებიან, მათი წყურვილით გავბევრდი

ჩემი ტოლია არავინ – არც ძუ და არცა ხვადია

შენ იცი ჩემი სახელი, თქვი ტოიოტა  – დაგნებდი.

 

იციან მთებში ჯიხვებმაც, ტრამალებშიც კი რომ მოთოვს

მე მომაქვს კლასი, კომფორტი, ძრავა მოქოქავს ჩემს მოტორს

ცათამბჯენიდან მადევნებს თვალს იკარუსის მზერა მე

იღბლიანია მშტურვალი, – ლენდ კრუიზერის მესაჭე

ტოიოტა წარმოგიდგენთ ახალ ლენდ კრუიზერ 300-ს ვი6 ძრავა – 415 ცხენის ძალა. ჯერ-ჯერობით იაპონიაში ხელმისაწვდომია საბაზისო კომპლექტაციის მქონე ვერსია. ლეგენდარული ავტომობილის საბაზისო ვერსია ქართულ ლარში დაახლოებით 145 000 ჯდება. ხაზის სათავეში ტოპ ვარიანტია, ლენდ კრუიზერ GR Sport, რომელიც 218,000 ლარამდე აღწევს.

ტოიოტა ლენდ კრუიზერს მისი მოყვარულები ძალიან კარგად იცნობენ. გამოირჩევა ყველგანმავლობითა და ფანტასტიკური დიზაინით. შეუძლია დაძლიოს ყველა რელიეფი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ლენდ კრუიზერი ჭეშმარიტად ლეგენდარული ავტომობილია და მის ახალ თაობასაც მალე გაიცნობს საზოგადოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები