რატომ ეძახიან „სელენიუმ ფორტეს“ ენერგიის წყაროს და რომელი დაავადებების დროს ინიშნება ის - რუსუდან კვანჭახაძის რეკომენდაციები

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის მიკრონუტრიენტები, მიკროელემენტები, რა მნიშვნელობა აქვს მათ ადამიანის ორგანიზმისთვის, როდის არის საჭირო საკვები დანამატების მიღება, რა სახის პრეპარატია „სელენიუმ ფორტე“, როდის და რა მიზნით ინიშნება ის – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ საქართველოს პრევენციული მედიცინის აკადემიის წევრი, ევროპის ენდოკრინოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი, რუსუდან კვანჭახაძე უპასუხებს.

ქალბატონო რუსუდან, რა უნდა ვიცოდეთ მიკროელემენტებზე, რისთვის არის ის საჭირო, რა ტიპის დანამატია და რა განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ორგანიზმისთვის?

მიკრონუტრიენტები ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მიკრონუტრიენტები ძირითადად ვიტამინებად და მიკროელემენტებად იყოფა. მათ ხშირად ესენციურ, სიცოცხლისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს ვეძახით, რადგან ისინი ჩვენი ჯანმრთელობის, განვითარების, გაუმჯობესების და კარგად ყოფნის საწინდარია. ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ახალგაზრდობა და ყველა ის ფუნქცია, რომელიც ჩვენს ნორმალურ არსებობას, ფუნქციონირებას განაპირობებს, დამოკიდებულია  ამ მიკროელემენტების არსებობაზე. ამ მიკროელემენტებზე მოთხოვნილება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია. ისინი ძალიან მცირე რაოდენობით არიან ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ მათ გარეშე წარმოუდგენელია რომელიმე ნორმალური პროცესი ჩვენს ორგანიზმში. ეს მიკროელემენტები მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პრევენციისათვის და მკურნალობისათვის, ასევე შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი არსებობა ჩვენი სილამაზისთვის არის აუცილებელი. ჩვენ დიდი ხანია ვიყენებთ ფრანგულ პრეპარატს, „სელენიუმ ფორტეს“, რომელიც ქალის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, თმის ნორმალურ სტრუქტურას, კანის ნორმალურ განვითარებას, ფრჩხილის და ა.შ. რაც მთავარია, ძალიან კარგია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციისთვის.

ვინ იღებს კონკრეტული პრეპარატის, კვებითი დანამატის, ამ შემთხვევაში „სელენიუმ ფორტეს“ დანიშვნის გადაწყვეტილებას, შეუძლია თუ არა მომხმარებელს სპეციალისტისგან დამოუკიდებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება?

„სელენიუმ ფორტეში“ არის სელენის ისეთი დოზირება, რომლის შეძენაც მომხმარებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სამკურნალოდ, ასევე საპრევენციოდაც, სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით. განსაკუთრებით გაზაფხულზეა სასურველი მისი მიღება, რადგან ამ დროს სხვადასხვა დაავადებების გამწვავება ხდება. რა საკვირველია, სასურველია, რომ ეს საკვები დანამატი მაინც ექიმი სპეციალისტის მიერ იყოს მოწოდებული და რეკომენდებული, მაგრამ მცირე დროის განმავლობაში, თუნდაც 2-3 თვის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია პრევენციული მიზნით თავადაც შეიძინოს ეს პრეპარატი. სელენს პროცესების გენერალსაც უწოდებენ, რადგან ენერგიის წყაროა და დღეს, როდესაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი თითქმის ყველასათვის ჩვეული მდგომარეობა გახდა, „სელენიუმ ფორტე“ შეიძლება ჩვენი ენერგიის წყარო გახდეს. ჩვენი სიძლიერისთვის, მეხსიერებისთვის აუცილებელია ამ პრეპარატის მიღება.

„სელენიუმ ფორტეს“ მიღებიდან როდის, რა პერიოდში დგება პირველი შედეგი?

ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, თუნდაც წონაზე, რადგან რაც უფრო მაღალია წონა, მეტია მიკრონუტრიენტზე მოთხოვნილებაც. ეს დამოკიდებულია: წელიწადის დროზე, ტემპერატურაზე, ასაკზე, ასევე სქესზე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მიკროელემენტზე მამაკაცებს უფრო დიდი მოთხოვნილება აქვთ, ვიდრე ქალებს. სელენზე დღეღამური მოთხოვნილება მამაკაცებშიც და ქალებშიც თანაბარია. რა თქმა უნდა, შედეგს წამიერად არ უნდა ველოდოთ, ეს საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა რამდენადაც სწრაფად არ დგება შედეგი, სწრაფადაც არ ქრება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება. პრევენციის სახით „სელენიუმ ფორტეს“ მიღება სამი თვის განმავლობაში, განაპირობებს მისი ფიზიოლოგიური ეფექტების გახანგრძლივებას, ანუ ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ ამ დანამატის მიღება, მაგრამ ეფექტი შევინარჩუნოთ, ეს ასეა ნებისმიერი მიკროელემენტის და ვიტამინის შემთხვევაში.

რა როლი აქვს „სელენიუმ ფორტეს“ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის ნაწილში და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მისი მიღება ამ პათოლოგიის დროს?

ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი მოღვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ მიკროელემენტთან არის დაკავშირებული. რა საკვირველია, ძალიან ბევრი საინტერესო სტატია ქვეყნდებოდა და ჩვენ ვხვდებოდით სელენიუმის როლს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს, მაგრამ 2005 წელს გახლით არგენტინაში, მსოფლიო თირეოდოლოგიის კონგრესზე, ანუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შემსწავლელ მსოფლიო კონგრესზე და იქ პირველად მოვისმინე ძალიან საინტერესო მოხსენება სელენიუმის მნიშვნელობის შესახებ, არამხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოთირეოზის დროს, არამედ თირეოტოქსიკოზის დროს, რაც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ქალებში და რომელსაც ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა და ჩივილი ახლავს. მას შემდეგ დავინტერესდი ამ თემით და 2018 წელს წიგნიც დავწერე. 10 წელი ვწერდი ამ წიგნს და ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო ინფორმაცია დავაგროვე. ჩვენს ორგანიზმში ფაქტობრივად არ არსებობს ორგანო, რომელზეც სელენიუმის დეფიციტი არ მოქმედებს და არ იწვევს გარკვეულ ჩივილებს და გართულებებს. ეს პრეპარატი ინიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, ნევროლოგიური დაავადებების დროს, ასევე ბოლო 2 წელია წამოვიდა მონაცემები სელენიუმის პრეპარატების ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების დროს დანიშვნაზე. არ არსებობს კონგრესზე, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესწავლას ეძღვნება, ცალკე სექციად არ იყოს გამოყოფილი სელენიუმის როლი ამ დაავადებების პრევენციისთვის და მკურნალობისთვის. როდესაც კოვიდ 19-მა მოიცვა მსოფლიო, რა საკვირველია, ჩემი ინტერესი ამ მიმართულებითაც გაძლიერდა. პირველი ტალღის დამთავრების შემდგომ, გაჩნდა საინტერესო მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ბევრად მაღალი იყო სიკვდილიანობა, კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებები და სხვადასხვა პრობლემები, იქ, სადაც ნიადაგში სელენის დეფიციტი იყო. ზოგადად აღიარებულია, რომ სელენი ძალიან კარგი საპრევენციო საშუალებაა გრიპის ვირუსის დროს. სხვათა შორის, C ჰეპატიტის დროსაც იყენებენ მას. ძალიან მაღალ დოზებს იყენებენ აივ ინფექციის, შიდსის დროს. შიდსის დროს „სელენიუმ ფორტეს“ 20 ტაბლეტიც კი შეიძლება იყოს გამოყენებული, ამ დროს შეიძლება 2000-3000 მიკროგრამი დოზირებაც კი გამოიყენონ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი ტიპის და შემადგენლობის კვებით დანამატს ვხვდებით. თქვენი დაკვირვებით, რა უპირატესობა აქვს „სელენიუმ ფორტეს“?

პირველ რიგში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფრანგული, ევროპული წარმოების არის. მოგეხსენებათ, ევროპული წარმოების წამლები ყოველთვის მაღალხარისხიანია, რადგან ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს წამლის რეგისტრაცია, თუ პრეპარატი ხარისხიანი არ არის. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ ეს არის სელენ მეთიონინი, ასეთი ტიპით, ასეთი შემადგენლობით მისი ჩართვა საპრევენციო და სამკურნალო პროცესებში კი მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დოზირებასაც, რადგან 200 მიკროგრამი, ეს არის დოზა, რომელიც მოზრდილი ადამიანის დღეღამურ მოთხოვნილებას წარმოადგენს ამ მიკროელემენტზე. აღსანიშნავია, რომ ძალიან ხელმისაწვდომია ამ პრეპარატის ფასიც.

შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის მიღება მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს სწორ და ბალანსირებულ კვებას?

ჩვენი ცხოვრების რიტმი ისე ვითარდება, რომ რეჟიმიდან გამომდინარე, ადამიანი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის ცილების, ამინომჟავების, ვიტამინების, მინერალების მიღებას, სწორედ ამიტომ გვჭირდება კვებითი დანამატები. კვებითი დანამატები გვეხმარება შევინარჩუნოთ მიკროელემენტების ნორმალური სტატუსი ჩვენს ორგანიზმში. ხშირად სხვადასხვა პრობლემის გამო ადამიანი ვერ ითვისებს ამა თუ იმ საკვებს, იქნება ეს კუჭ-ნაწლავის პრობლემით გამოწვეული, თუ ალერგიული რეაქციით, ასეთ დროს კი საკვები დანამატით შეიძლება ამ ყველაფრის შევსება. აღსანიშნავია, რომ სელენი დიდი რაოდენობით არის ნიორში, მაგრამ ბევრ ადამიანს ან არ სურს ნივრის მიღება ან ვერ იღებს მას გარკვეული მიზეზით, შესაბამისად, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ამ კვებითი დანამატით. ქალებს, რომლებიც ფეხმძიმობისთვის ემზადებიან ყოველთვის მოვუწოდებ, რომ დააბალანსონ თავისი მიკროელემენტების სტატუსი. აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე თვითონ საკვები არ შეიცავს ნორმალური რაოდენობით მიკროელემენტებს და საჭირო ხდება კვებითი დანამატების მიღება.

როდესაც ვსაუბრობთ ბალანსირებულ კვებაზე, რა არის ის აუცილებელი პროდუქტები, რომლებიც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში?

კვება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ასაკზე, საქმიანობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, სხვადასხვა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. ახლა, როცა ზაფხული იწყება და ტემპერატურა მატულობს, საკვების ხასიათიც იცვლება. უამრავი ფაქტორია, რაც ჯანსაღი კვების აუცილებლობას განაპირობებს, მაგრამ ბევრი მიზეზით, ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს ჯანსაღი პროდუქციის მიღებას. არსებობს ჯანსაღი კვების პირამიდა და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჯანსაღ კვებაში მხოლოდ ხილი და ბოსტნეული მოიაზრება, აქ იგულისხმება ხორციც, თუმცა ხორცის მიღებაც ასაკზეა დამოკიდებული. არის დაავადებები, რა დროსაც ხორცის მიღება მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც ამან შეიძლება ბევრი გვერდითი ეფექტი განავითაროს. ასეთ დროს კი კვებითი დანამატების მიღება გვეხმარება დავაბალანსოთ აუცილებელი მიკროელემენტების სტატუსი. სელენი ძალიან დიდი რაოდენობით შედის თხილში და ბრაზილიურ კაკალში, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ვერ მოახერხოს იმ რაოდენობით მათი მირთმევა, რა რაოდენობითაც საჭიროა.

არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ორსულ ქალებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებდნენ ბრაზილიურ კაკალს, უფრო კარგი მშობიარობის და ფეხმძიმობის პროცესი ჰქონდათ და ბავშვებიც ბევრად ჯანმრთელი ეყოლათ, ვიდრე იმ ქალებს, ვინც ბრაზილიურ კაკალს არ მიირთმევდნენ.

ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ორსულმა ადამიანმა მიიღოს სელენის ან ნებისმიერი მიკროელემენტის შემცველი პროდუქტების საჭირო რაოდენობა, ასეთ დროს კი საკვები დანამატები საჭირო და მნიშვნელოვანია. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სპეციალური პროგრამებიც კი არსებობს, სადაც სელენით ამდიდრებენ მარცვლეულს. ფინეთში ჩატარდა 2 წლიანი კვლევა, სადაც სელენით მარცვლეულის გამდიდრების შემდეგ, ძალიან მოიმატა შობადობამ და ძალიან იკლო სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რიცხვმა, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებმა, ონკოლოგიურმა პრობლემებმა და ა.შ.

რამდენად სწორია შაქრის და პურის ამოღება კვების რაციონიდან, წონაში კლების მიზნით და თავად „სელენიუმ ფორტე“ თუ უწყობს ხელს წონაში კლებას?

„სელენიუმ ფორტე“ სხვა მიკროელემენტებთან შედარებით ნაკლებად უწყობს ხელს წონაში კლებას, მაგრამ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. არასწორი იქნება, თუ „სელენიუმ ფორტეს“ დალევისას, წონაში კლების მოლოდინი გვექნება. რაც შეეხება შაქარს, მაგალითად, 2 წლამდე ბავშვმა საერთოდ არ უნდა მიიღოს ის, რადგან ნახშირწყლები, რომელთაც ფაფის ან დედის რძის სახით იღებს სრულებით საკმარისია. ამაზე მეტი არ არის საჭირო, რადგან შემდეგ უყალიბდებათ უნარი და მიდრეკილება და ზრდასრულ ასაკში უჭირთ დიდი ოდენობით შაქრის მიღებაზე უარის თქმა. პურის ჩვენი კვების რაციონიდან ერთმნიშვნელოვნად ამოღება და მასზე უარის თქმა არ შეიძლება, რადგან მასში უამრავი მიკროელემენტი და ვიტამინია.

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია 16 საათიანი შიმშილის დიეტა, როდესაც 16 საათის განმავლობაში საერთოდ არ იკვებება ადამიანი და შუალედში იკვებება პრაქტიკულად ყველაფრით, რაც მას სურს. რა ტიპის ეფექტი აქვს ასეთ კვებას და რამდენად არის რეკომენდებული?

ასეთი კვების განრიგი, როცა ადამიანმა 16 საათის განმავლობაში წყლის გარდა არაფერი უნდა მიიღოს, ორგანიზმს გადაწყობაში ეხმარება. რა თქმა უნდა, ასეთი კვება შეიძლება გარკვეულ პაციენტებში, მაგრამ ეს ყველასთვის არ შეიძლება. ასეთი დიეტა არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის პრობლემების, კუჭის წყლულის, დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რადგან ასეთმა კვებამ შეიძლება ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს. ზოგადად ნებისმიერი ტიპის დიეტა შერჩეული უნდა იყოს ექიმ-ენდოკრინოლოგის, ექიმ-ნუტრიციოლოგის მიერ. მნიშვნელოვანია, ვიკვებოთ ჯანსაღად, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, მოვიწესრიგოთ ძილი, უარი ვთქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ა.შ. ასე ჩვენ მივაღწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.