LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი

20
txili

დღეს თხილის ბევრი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ზომითა და ნაჭუჭის სისქით განსხვავდებიან. საქართველოში თხილი ძირითადად სამეგრელოს რეგიონში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზარზე თხილის ძირითადი მომწოდებლები თურქეთი, იტალია და ესპანეთი არიან.

თხილის
შემდგენლობაში შედის: PP, A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, K ვიტამინები. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა-ქოლინს, რომელიც ტვინის მოქმედებას ააქტიურებს. მის შემადგენლობაში შემავალი მინერალები ძალზე მრავალფეროვანია: თუთია, კალიუმი, კალციუმი, კობალტი, მანგანუმი, ფტორი, რკინა, სპილენძი და სხვა. თხილში შემავალი ცხიმები 70%-ს შეადგენს. ასევე მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ნახშირით. ენერგეტიკული ღირებულებით 8-ჯერ უსწრებს რძეს (3,5%) და 2-3 ჯერ თეთრ პურს.



ძირითადი სარგებელი, რომელიც თხილს ადამიანის ორგანიზმისთვის მოაქვს, გულის კვებაში მიმდინარეობს. ის გულის გლუვი კუნთის მუშაობის სტიმულირებას ახდენს, აუმჯობესებს სისხლძარღვთა მუშაობას, ანიჭებს ელასტიკურობას, ორგანიზმიდან აძევებს ჭარბ ქოლესტერინს. თხილი სისხლში ჰემოგლობინის დონეს ამაღლებს, აწესრიგებს კაპილარების გამტარუნარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვთა სისტემას, უხდება თრომბოფლებიტს, ჰიპერტონიასა და ჰიპოტონიას.
გარდა ამისა, ის წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქრობს ლპობის გამომწვევ ბაქტერიებსა და პათოგენურ ორგანიზმებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. თხილის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას. ის დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობაზე, აქრობს მეტეორიზმს, ხელს უწყობს ლაქტაციის მომატებას და შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობას. თხილი საოცრად დადებითად მოქმედებს ბრონქებისა და ფილტვების სისტემაზე, ააქტიურებს კანის საფარის ქსოვილის აღდგენას, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ტროპიკული წყლულებისა და დამწვრობის დროს.

თხილი ცნობილია, როგორც ტვინის მოქმედების სტიმულატორი.
ის აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრირებას უკეთებს მას, ადამიანის რეაქციებს.

თხილი ასევე სასარგებლოა დასუსტებული ჯანმრთელობის მქონეთათვის, მხცოვანი ასაკის ადამიანებისთვის.

ის აუცილებელია კომპონენტია ორსულთა რაციონში.
დადებითად მოქმედებს ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაზე.

დამტკიცებულია, რომ ახალშობილებში 3-ჯერ აქვეითებს ასთმის შესაძლო პათოლოგიების რისკს.

თხილის მიღება რეკომენდებული არ არის დიაბეტის მძიმე ფრომების, გაცხიმოვნების, დიათეზის დროს, ღვიძლის პრობლემებისა და ინდივიდუალური აუტანლობისას. თხილის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად, ვითარდება სისხლძარღვების, კუჭის სპაზმები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები