Top Gear-ის წამყვანის, ჯერემი კლაკრსონის ხუთეული

ჯერემი კლარკსონის სახელი და გვარი შეიძლება გეცნობოდეთ, თუმცა თუ სერიოზული ავტომოყვარული ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ.

ის საკულტო ავტო-მოდერატორია, ტოპ გეარის ყოფილი წამყვანი და შეგვიძლია სიტყვაზე ვენდოთ, როდესაც ძალიან მაგარ ავტომობილებზე საუბრობს.

,,ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ავტომობილმა მასში ჩაჯდომისთანავე გამაბედნიეროს და თუ მანქანა ამას ვერ ახერხებს, ამ შემთხვევაში ის მხოლოდ და მხოლოდ A-დან

B პუნქტამდე გადაადგილების საშუალებაა და მეტი არაფერი. და თუკი მანქანა მხოლოდ A-დან B პუნქტამდე გადაადგილების საშუალებაა, მაშინ რა აზრი აქვს ამ მანქანის ყიდვას? ამ საქმისთვის ხომ ავტობუსიც გამოდგება?!”,  – ამბობს ჯერემი კლარქსონი.

მისი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

Ford Mustang Fastback – ჯერემის მუსტანგის გარეშე სია ვერ წარმოუდგენია

Volvo XC90  – ამ ავტომობილის პლუსებია უაღრესად დალაგებული სალონი და შესანიშნავი ასისტენტ-სისტემები

Opel Zafira Tourer – “ეს არის ყველაზე კომფორტული პრაქტიკულ ავტომობილებს შორის. წერტილი.”

BMW M2 – “ბავარიელთა ეს სპორტული კუპე არა მარტო სწორ გზაზეა ძალიან სწრაფი, არამედ მოსახვევებშიც და, თანაც, მისი მართვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.”

Lamborghini Aventador – Aventador ულამაზესია და გადასარევი ხმა აქვს!