გაგარინის დაღმართზე, “ვეფხვი და მოყმეს” ძეგლთან ავარია მოხდა. “ტოიოტას” მარკის ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა. სავარაუდოდ, მოძრაობის წესი მოტოციკლის მძღოლმა დაარღვია და საპირისპირო ხაზზე გადავიდა.
ექიმებმა “ფორტუნას” განუცხადეს, რომ დაშავდა მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი, მას დაზიანებები კისრისა და მუხლის არეში აქვს, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.