ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: „მთავარი არხი“