სოციალურ ქსელში გიო ლილუაშვილი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 14 იანვარს თბილისში, ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა „გლოვოს“ კურიერი, რომელსაც სამკურნალოდ საზოგადოების ფინანსური თანადგომა სჭირდება.
„14 იანვარს, ვაჟა ფშაველაზე მოხდა ავარია. დაშავებულია გლოვოს კურიერი, ლაშა თორდია, რომელსაც აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა. მოტეხილი აქვს მარჯვენა და მარცხენა მხარეს მენჯის ძვალი. ამჟამად ლაშა პარალიზებულია, ექიმების ვარაუდით, 3-დან 6 თვემდე რეაბილიტაციას საჭიროებს. ვისაც კი რის საშუალება გექნებათ, გთხოვთ დავეხმაროთ მას, რათა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.
საქარველოს ბანკი
GE46BG0000000161137740
მიმღები ლაშა თორდია“.