LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ავერსის” სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ

146

„ავერსის კლინიკისა“ და „ავერსი-ფარმას“ კიდევ ერთი ქველმოქმედება, ამჯერად ყაზბეგში. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  მათი კლინიკის ექიმებმა უფასო გამოკვლევა-გასინჯვა ყაზბეგის რაიონში ჩაატარეს. კერძოდ კი: ჯუთის, კარკუჩისა და სნოს მოსახლეობას  თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური, ანგიოლოგიური და ნევროლოგიური კონსულტაციები, ასევე ექოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა.

 

გარდა ამისა, როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, მათ „ავერსი-ფარმასგან“ პირველადი დახმარების 20 დასახელების მედიკამენტი გადაეცათ.

 

„ავერსში“ აცხადებენ, რომ კომპანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ასეთი ტიპის ქველმოქმედებას კომპანია

მომავალშიც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g