ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურე, მაიორი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც შვილი დიდი ხანი არ ჰყავდა ნანახი, მოულოდნელად მის მატჩზე გამოჩნდა.
კალათბურთის ამხანაგურ მატჩზე ამ სიურპრიზმა, სხვა ბავშვებზეც დიდი გავლენა მოახდინა.
სიურპრიზის ამსახველ ვიდეოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.