LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია United Airlines 120 მილიონი ჩინელი გადაემტერა (ვიდეო)

52

ავიაკომპანია United Airlines 120 მილიონი ჩინელი გადაემტერა. ჩინეთის მოქალაქეები ძალიან გაბრაზებულები არიან და ამერიკის ავიახაზებისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ ქსელში მოხვდა ვიდეო კადრები, სადაც კომპანიის თანამშრომლები ჩინელ მგზავრს უდიერად ეპყრობიან. 69 წლის მამაკაცი ლაინერიდან ძალით ჩამოიყვანეს და მას ამ დროს სახეზე ძალადობის კვალიც ემჩნეოდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეომ ქსელში მოხვედრისთანავე მილიონობით ნახვა დააგროვა და მომხმარებელთა კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა. ავიაკომპანიამ კადრში აღბეჭდილი თანამშრომლები დროებით დაითხოვა და საქმეს ამჟამად სამართალდამცავები იძიებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები