არაბული Emirates მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც COVID-19-ზე საკუთარი მგზავრების სწრაფი ტესტირება დაიწყო. ინფორმაციას არაბულ მედიაზე დაყრდნობით, „ავიანიუსი“ ავრცელებს.
ვებგვერდი წერს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ავიაკომპანიამ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო. პირველად ტესტირება დუბაი-ტუნისის რეისის მგზავრებს ჩაუტარდათ. თავად ტესტირების პროცესი მგზავრთა რეგისტრაციის დარბაზში მოხდა და მგზავრების ანალიზის პასუხები უკვე 10 წუთში მზად იყო.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Emirates ასეთ ტესტებს ჩაატარებს მხოლოდ იმ მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც COVID-19 ტესტირების სერთიფიკატს მოითხოვს.
