LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიამ მგზავრებს რეისზე უარის თქმისთვის ათასობით დოლარი გადაუხადა

115
4000-dollars-to-leave-flight

ავიაკომპანია Delta Airlines-მა მგზავრებს რეისზე ნებაყოფლობით უარის თქმისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა. ამასთან, ამ მგზავრებმა ფრენაზე საერთოდ უარი კი არ თქვეს, არამედ შედარებით მოგვიანებით რეისზე გადაცვალეს ბილეთები. უჩვეულო ინიციატივაზე გამოცემა Daily Dot წერს.

პორტალის ინფორმაციით, ამერიკელმა გადამზიდმა ბოსტონი-რომის 13 მგზავრს შესთავაზა, რომ ბორტზე თავისი ადგილი 2-დან 4 ათას დოლარამდე თანხისთვის დაეთმოთ. ამასთან, კომპანიამ კლიენტებს სასტუმროს ნომერში ცხოვრების საფასური და შემდეგი რეისის ღირებულება აუნაზღაურა.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი იხსენებს, სიტუაცია ძალიან ჰგავდა აუქციონს. ბორტგამყოლებმა მგზავრებს სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა, რათა მათ რეისზე უარი ეთქვათ. „მოდით ხალხო, 3500 დოლარი, იქნებ ვინმეს გსურდეთ აღება?“ – იმეორებდა ავიაკომპანიის თანამშრომელი. როგორც მან დააზუსტა, ამ სერტიფიკატს პირველი მიიღებდა ის ადამიანი, ვინც ეკიპაჟის წევრებთან მივიდოდა და თვითმფრინავის დატოვებას დათანხმდებოდა.

ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ავიაგადამზიდმა იმაზე მეტი ბილეთი გაყიდა, ვიდრე ადგილი იყო და როცა ყველა მგზავრი გამოცხადდა, სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ეპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები