LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლაბრის რეზიდენციაში სავარაუდოდ კულტურის სასახლე განთავსდება

159
37574538775_58bf7a75d7_b

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება, – ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა გააკეთა.

„უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური მსჯელობა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც შევიმუშავეთ. საუბარი არის საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლეზე. ჩვენ ვუბრუნდებით იმ ძირითად იდეას, რომელიც ეკუთვნის თავად ავლაბრის რეზიდენციის მთავარი სასახლის პროექტის ავტორს, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს და სწორედ ამ საკითხის გარშემო გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ,“ – აცხადებს მარიამ ჯაში.

მარიამ ჯაში ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა. ჯაშის განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

magti 5g