ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კომპლექსური კვლევები და დაადგინეს, რომ ავოკადოს შესაძლოა ისეთივე ეფექტი ქონდეს, როგორც ამა თუ იმ კოსმეტიკურ პროცედურას. საქმე ისაა, რომ როდესაც ხილი რაციონის უცვლელ ნაწილად იქცევა, ის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და მის მიმზიდველობას ზრდის.
შეგახსენებთ, რომ როგორც აქამდე ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, კანი ქალის მიმზიდველობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად აღიქმება. ავოკადოს საშუალებით კი სასურველი ეფექტის მიღწევა ბევრად უფრო მარტივია. საქმე ისაა, რომ ხილი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებითაა სავსე, რაც სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს და საშიში ბაქტერიების რაოდენობას კი ამცირებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მედიკოსის აზრით, ავოკადო ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგანაც იცავს.