LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ჯეიმს ბონდის მუზეუმი გაიხსნა

68

ავსტრალიაში ჯეიმს ბონდის მუზეუმი გაიხსნა. „აგენტი 007“-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაგებას ალპებში ჩასული ვიზიტორები შეძლებენ. საინტერესო ექსპოზიციას ზელდენის კომუნა უმასპინძლებს და ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ჯეიმს ბონდის უკანასკნელი ფილმის რამდენიმე მთავარი სცენაა გადაღებული.

მუზეუმის დიდი ნაწილი მიწის ქვეშ იქნება განთავსებული, თუმცა რამდენიმე დარბაზი მიწის ზემოთაც მოეწყობა და მათგან ალპების ულამაზესი ხედი გადაიშლება. მუზეუმის სტუმრები მთავარი როლის შემსრულებლებს ინტერაქტიულ ფორმატში გაიცნობენ და თან ნახავენ იმ ადგილებს სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ერთი დარბაზი ბონდის პირად აქსესუარებს, ჯაშუშურ საათს, ოქროს პისტოლეტსა და სხვა ნივთებს დაეთმობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები