ავსტრალიელი ქალბატონი თავში დაცემული ჩემოდნის გამო ავიაკომპანიისგან 200 ათას დოლარს ითხოვს. 37 წლის კალისფენა ეგოროვა ამტკიცებს, რომ ჩინეთის ავიახაზების გამო ტვინის შერყევა და კისრის სერიოზული დაზიანება მიიღო.
შემთხვევა 2016 წელს პეკინის აეროპორტში, სიდნეიში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. ქალბატონის განცხადებით, ის თავის ადგილზე იჯდა, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ჩემოდნის თაროზე მოთავსებას ცდილობდა და შემთხვევით ხელიდან გაუვარდა. საკმაოდ მძიმე ბარგი ეგოროვას დაეცა და სასწრაფოდ ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. ავიამგზავრი თავს ამჟამად უკეთ გრძნობს და კომპენსაციის მიღებას ელოდება.