LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიელი სიჩქარის გადაჭარბებაში ძლიერ ქარს ადანაშაულებს

54

ავსტრალიის  ქალაქ ტრი სპრინგსის პოლიციამ Twitter-ზე პროტოკოლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც დამრღვევი სიჩქარის გადაჭარბებას მეტისმეტად ძლიერი ქარით ხსნის.

დამრღვევმა დასაშვებ სიჩქარეს 17 კილომეტრ/საათით გადააჭარბა – ის 110-ის ნაცვლად 127 კილმეტრ/საათით გადაადგილდებოდა. პროტოკოლის ფოტოს მიხედვით კი ირკვევა, რომ ის 200 ავსტრალიური დოლარითა და მართვის მოწმობაზე ორი საჯარიმო ქულით დაჯარიმდა.

კომენტარების გრაფაში კი შემდეგი რამ წერია: ”ქარი მიმაქანებდა”…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები