LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასებმა ამერიკელი პოლიციელები ავტომობილების გარეშე დატოვა

40
police-car

აშშ-ში ბენზინის ფასი ისე გაიზარდა, რომ სხვადასხვა შტატებში პოლიციელებს სამსახურებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე უარის თქმა უწევთ. სამართალდამცავები უნდა შეეცადონ, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი ოფისში შეასრულონ ან სატელეფონო ზარების დახმარებით მოაგვარონ. საქმე ისაა, რომ პოლიციის ბიუჯეტი რომელიც საწვავზე იყო გათვლილი თითქმის ამოწურულია, შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით ახალი ბიუჯეტიც არ დამტკიცებულა.

ყველაზე რთული სიტუაცია საწვავთან დაკავშირებით მიჩიგანის შტატში წარმოიქმნა. გალონი ბენზინის საშუალო ფასი 2,198 დოლარით გაიზარდა და 5,214 დოლარი გახდა. ადგილობრივ ხელისუფლებას კი პოლიციისთვის საკმარისი საწვავის შესაძენი ფული უბრალოდ არ აქვს.

სწორედ ამიტომ, სამართალდამცავებს მითითება მისცეს, რომ დანაშაულის ადგილზე გასვლას მაქსიმალურად მოერიდონ და ყველაფერი ოფისიდან მოაგვარონ.

ასეთი განცხადების შემდეგ შერიფის ოფისი ადგილობრივებმა მკაცრად გააკრიტიკეს. მოსახლეობას არ მოეწონა ის აზრი, რომ საწვავის გაძვირების გამო პოლიცია თავის საქმე კარგად ვეღარ შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები