LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრია „სინოფარმით“ აცრილ პირებს კარანტინის გარეშე მიიღებს

128
avstrianews

ამიერიდან, ავსტრიის ტერიტორიაზე სავალდებულო კარანტინის გარეშე შესვლას „სინოფარმით“ აცრილი პირებიც შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი  ვებ-გვერდი ავრცელებს, რომლის ცნობითაც ამიერიდან ავსტრიაში პირდაპირ შესვლა შეუძლიათ ყველა იმ ვაქცინით აცრილ პირებს, რომლებსაც „ჯანმოს“ ავტორიზაცია აქვთ.

ავტორიზებულ ვაქცინებს შორის „ფაიზერთან“, „ასტრაზენეკასთან“, „მოდერნასთან“ და „ჯონსონ & ჯონსონ“-თან ერთად არის „სინოფარმიც“, შესაბამისად ამ ვაქცინით აცრილი პირები ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შევლენ.

„ავსტრიაში შესვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მოწმობა იმის თაობაზე, რომ ის ავტორიზებული ვაქცინითაა აცრილი, ან იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიტანა ვირუსი. სხვა შემთხვევაში პირს ასევე შეეძლება წარადგინოს PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. თუ მას ჩამოთვლილთაგან არცერთი დოკუმენტი არ ექნება, ავსტრიაში შესვლამდე მსურველს სავალდებულო 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს“, – ნათქვამია ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g