LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში მოკლეს ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა

199
BeFunky-collage (9)

ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი მოკლეს. ინფორმაციას გამოცემა “კავკაზ რეალი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობა ვენის მახლობლად მდებარე ქალაქში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა.ის თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი ჩეჩნეთიდან იყო. ის ავსტრიის პოლიციამ ქალაქ ლინცში დააკავა.

მოკლული ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. ჩეჩენი ბლოგერი საზოგადოებისთვის ცნობილი “იუთუბ არხიდან” გახდა საიდანაც კადიროვის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა.უმაროვი ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g