LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელებს პირად ავტომობილზე უარის თქმისთვის თეატრის ბილეთებით დაასაჩუქრებენ

64
avtria-thetare-ticket

ავსტრიელებს ეკოლოგიური ცხოვრების სტილის არჩევისთვის თეატრის ბილეთებით დაასაჩუქრებენ. ვენის ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც იმ მოქალაქეებზეა გათვლილი, ვინც პირად ავტომობილზე უარს იტყვის. ყოველი სწორი გადაწყვეტილება კი მუზეუმის, თეატრის, კონცერტის ან გამოფენის ბილეთში გადაიცვლება.

აპლიკაცია თავად დაითვლის თუ რა ტრანსპორტით გადაადგილდება მისი მფლობელი და რამდენად აბინძურებს ის გარემოს. თუკი მომხმარებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედს ან საერთოდ ფეხით მოძრაობას აირჩევს – ეკოლოგიურად გავლილი ყოველი 20 კილომეტრისთვის ერთ ქულას მიიღებს და შემდეგ ამ ქულას რაშიც მოუნდება იმაში გაცვლის.

პროგრამა მოხმარებაში 26 თებერვლიდან ჩაეშვება. თავიდან აპლიკაცია სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მას 1000 ადამიანი გამოცდის. თუკი 6 თვის შემდეგ ცდისპირები ავტომობილის მოხმარებას შეამცირებენ, მაშინ შეთავაზება საერთო მოხმარებაში გაეშვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g