LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის კანცლერი პუტინთან საუბრის შემდეგ: “პესიმისტურად ვარ განწყობილი”

349
BeFunky-collage (2)

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნემაჰერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოსკოვში პირისპირ შეხვდა ამბობს, რომ “ოპტიმისტურად განწყობილი” არ არის.

როგორც Reuters წერს, რომ ნეჰამერის შეფასებით მას ჰქონდა „ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი“ საუბარი პუტინთან, შეხვედრა კი მოსკოვთან ახლოს გაიმართა.

“მთლიანად შეხვედრიდან არანაირი დადებითი შთაბეჭდილება არ მაქვს. პუტინი მთლიანად სამხედრო ლოგიკაზე გადავიდა. ყველა ნიშანი შტორმისკენ მიგვანიშნებს”.- თქვა ავსტრიის კანცლერმა.

მისივე თქმით, პუტინთან საუბრისას მან სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ, ასევე დაგმო რუსეთის ქმედებები.

ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

magti 5g