LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენულობას – რუსეთისგან მოვითხოვთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთსა და ოსეთშიც მოახერხოს მუშაობა

52
ალექსანდერ ბელენი

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დენ ბელენის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

„მე ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ავსტრია უკვე 13 წელია, 2008 წლიდან არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილე, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მისიაა ადგილზე, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ არ აქვს შესაძლებლობა, თვითონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმოქმედოს.

ჩვენ მოველით და რუსეთისგან მოვითხოვთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთშიც და ოსეთშიც მოახერხოს მუშაობა“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა და დასძინა, რომ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.

საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის – სალომე ზურაბიშვილი

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პანდემიის გამო, უკვე მესამე მცდელობაა თქვენი ჩამოსვლისა ავსტრიაში და ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, ჩამობრძანდით. მოხარული ვარ, რომ შევხვდით. ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა და დღის მეორე ნახევარში გავაგრძელებთ ამ საუბარს“, – აღნიშნა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

პოპულალურები